საბა კვირკველია - რუსეთში ყველაფერი მოვიგე და ევროპაში სიამოვნებით ვითამაშებდი
საბა კვირკველია - რუსეთში ყველაფერი მოვიგე და ევროპაში სიამოვნებით ვითამაშებდი

საბა კვირკველიამ რუსულ გამოცემა Sport24-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ევროპაში თამაში სურს. საქართველოს ნაკრების მცველი მოსკოვის “ლოკომოტივში” 2016 წლიდან თამაშობს და და რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის თასის ორგზის მფლობელია და აცახდებს, რომ ამის შემდეგ წასვლა ლოგიკური იქნება.

„კლუბს განიხილავს თუ არა ხელშეკრულების განახლებას? ჯერ ეს საკითხი არ განგვიხილავს. წინ ორი წელია და მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. „ლოკომოტივში“ უკვე 2,5 წელი ვთამაშობ და ყველა ტიტული მოვიგე. თუ მე მექნება ევროპიდან კარგი შემოთავაზება, რატომაც არ წავალ? ტიტულების მოპოვება სხვა ქვეყანაშიც მინდა“, – ამბობს კვირკველია.

მან სასურველი კლუბის შესახებ ილაპარაკა: „იდეაში ევროპის ტოპ-ხუთეულის ქვეყნის კლუბში გადასვლას ვისურვებდი, რომელიც ევროპის ლიგის საგზურისთვის მაინც იბრძოლებს. და თუ გამოჩნდება ვარიანტი, რომელიც კლუბსაც დააკმაყოფილებს და მეც, სიამოვნებით გადავიდოდი. ეს კარიერაში კარგი ნაბიჯი იქნება. მაგრამ ინგლისის პრემიერლიგის სხვა კლუბი თუ გამოჩნდება, ამ ვარიანტსაც განვიხილავ. მე არ ვფიქრობ, რომ გინდა თუ არა „ჩელსიში“ უნდა მოვხვდე-მეთქი. შარშან იყო სამი ვარიანტი – ინგლისიდან და გერმანიიდან. ერთი მათგანი „ლესტერი“ გახლდათ. რატომ არ წავედი? ჩვენი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იყო, „ლოკომოტივი“კარგად გააძლიერეს და და გადავწყვიტე, რომ დარჩენა უკეთესი იქნებოდა“.