საბა კვირკველია რუსეთის ყველაზე ძვირად ღირებულ მცველებს შორის დასახელდა
საბა კვირკველია რუსეთის ყველაზე ძვირად ღირებულ მცველებს შორის დასახელდა

საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის შვიდ ყველაზე ძვირად ღირებულ მცველს შორის მოხვდა. სია გამოცემა „ევროფუტბოლმა” გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის” ცენტრალური მცველი რამდენიმე მოთამაშესთან ერთად მეორე ადგილს იყოფს. აღსანიშნავია, რომ სიაში მეორე ქართველიცაა – გიორგი ჯიქია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშს რუსეთის ეროვნული გუნდის ფორმის მორგება ამჯობინა. ის მოსკოვის „ლოკომოტივის“ აკადემიის გაზრდილია და ახლა მოსკოვის „სპარტაკის” კაპიტანია.

კვირკველიას ფასი ჯიქიას 1,5 მილიონი ევროთი აღემატება. ყველაზე ძვირად ღირებული კი ბრაზილიელი მარიო ფერნანდესია, რომელიც შვიდი წლის წინ მოსკოვის ცსკა-მგრემიოსგან” 10,5 მილიონი ევროდ შეიძინა.

1. მარიო ფერნანდესი (ცსკა) – 30 მილიონი ევრო;

2-5. საბა კვირკველია (ლოკომოტივი) – 10 მილიონი ევრო;

2-5. იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი) – 10 მილიონი ევრო;

2-5. დუგლას სანტოსი (ზენიტი) – 10 მილიონი ევრო;

2-5. ემანუელ მამანა (ზენიტი) – 10 მილიონი ევრო;

6. გიორგი ჯიქია (სპარტაკი) – 8,5 მილიონი ევრო;

7. კრისტიან რამირესი (კრასნოდარი) – 7,5 მილიონი ევრო.

„ქართველი მცველი რუსეთში 2010 წელს მოხვდა, მაგრამ „ზენიტის” ახალგაზრდულ გუნდში მისი ნიჭი არ დააფასეს. ერთი წლის შემდეგ, საბა ყაზანის „რუბინში” აღმოჩნდა, სადაც პირველივე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, ოთხი თამაში – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. „რუბინში“ მისულმა ესპანელმა ხავი გრაციამ 2017 წელს ქართველი ძირითადი შემადგენლობიდან სკამზე დასვა და ნახევარი წელი არ ათამაშებდა. ამის შემდეგ საბა მოსკოვის „ლოკომოტივში” იჯარით გადავიდა და სეზონის ბოლოს მოსკოველებმა ფეხბურთელის ტრანსფერი სასაცილო თანხად, 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს“, – წერს „ევროფუტბოლი“.

დატოვე კომენტარი