საბა კვირკველია - „ნეფთჩის“ იოლად შევეწყვე, გუნდში კარგად მიმიღეს #1TVSPORT
საბა კვირკველია - „ნეფთჩის“ იოლად შევეწყვე, გუნდში კარგად მიმიღეს #1TVSPORT

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბის, „ნეფთჩის“ ახალწვეულმა საბა კვირკველიამ ბაქოს გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

„ვიცი, რომ „ნეფთჩის“ დიდი ისტორია აქვს, ამ კლუბზე ბევრი კარგი რამ მსმენია. როცა გადმოსვლის საშუალება მომეცა, არ დავფიქრებულვარ. დამირეკეს, მაშინვე ორწლიან კონტრაქტზე დავთანხმდი და ნივთები ჩავალაგე, თურქეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავფრინდი. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი „ნეფთჩის“ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ევროთასებზე თამაშობს, ქვეყანაში კი ჩემპიონობისთვის იბრძვის. დაფიქრების საფუძველი არ მქონდა.

– ყველგან მაღალი მიზნები მაქვს. კლუბში ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და ყველას ესმის, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლაა საჭირო. ადაპტაცია ძალიან მარტივი იყო. გუნდის კაპიტან ემინ მახმუდოვს დიდი ხანია ვიცნობ, არიან ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც რუსეთში ვთამაშობდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ „ნეფთჩიში“ ორი წელია ვთამაშობ.

– შეკრება კარგად მიდის, ორი მატჩი ჩავატარეთ. პირველი შეხვედრა ჩემთვის უფრო რთული იყო. ყოველდღიურად უკეთეს ფორმაში შევდივარ და თავს კარგად ვგრძნობ. გუნდის მწვრთნელი კარგი სპეციალისტი და კარგი ადამიანია. გვერდში მიდგას, რაც ძალიან მჭირდება. მისი მადლობელი ვარ და ყოველდღე ვცდილობ, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო.

– როცა კონტრაქტზე საუბარი დაიწყო, კლუბის გულშემატკივრებისგან 1000-1500 მესიჯი მივიღე, სიმართლე იყო თუ არა ეს ამბავი. ვერ ვუპასუხე, რადგან კონტრაქტის ოფიციალურ გამოცხადებას ველოდებოდი. ვგრძნობდი, რომ ისინი ჩემი ტრანსფერით კმაყოფილი იყვნენ“, – განაცხადა „ნეფთჩის“ საკლუბო ტელევიზიასთან კვერკველიამ.