საბა კვირკველია ისევ აღიარეს - ქართველი ზედიზედ მეორედ წლის სიმბოლურშია
საბა კვირკველია ისევ აღიარეს - ქართველი ზედიზედ მეორედ წლის სიმბოლურშია

საბა კვირკველია რუსეთში ისევ აღიარეს. ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველს რუსეთის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ასახელელებენ.

26 წლის კვირკველია წლის 11 გამორჩეულ მოთამაშეს შორის გამოცემა „ჩემპიონატმა“ შეიყვანა, რაც ასე დაასაბუთა.

„საბა კვირკველიამ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ კალენდარულ წელში შედის ორი ჩემპიონატის ნაწილი – დასრულებულის მეორე ნაწილი და მიმდინარეს – პირველი წრე. „ლოკომოტივის“ საჩემპიონო სეზონი კვირკველიას კარიერაში საუკეთესო იყო. ჩარლუკას არყოფნაში, ქართველი წამყვანი მცველი გახდა გუნდში, რომელიც ტურნირზე ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა. „ლოკომოტივის“ გასულ სეზონში დაცვაში იდეალური არ იყო ყოფილა, მაგრამ ამავე დროს იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც თამაშების ნახევარზე მეტში გოლი არ გაუშვა. იური სიომინის გუნდს ძალიან დაეხმარა კვირკველია, რომელიც ახერხებდა თამაშის სწორად წაკითხვას და თავისუფალი ზონების ჩაკეტვას, მეტოქეთა პოტენციურად სახიფათო შეტევებს კი ჩანასახშივე კლავდა,“- წერს რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“.