საბა კვირკველია გაძევებას აპროტესტებს - „ლოკომოტივი“ მსაჯობით უკმაყოფილოა
საბა კვირკველია გაძევებას აპროტესტებს - „ლოკომოტივი“ მსაჯობით უკმაყოფილოა

საბა კვირკველია და მისი მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში მსაჯით უკმაყოფილონი დარჩნენ.

რუსეთის ჩემპიონატში „ლოკომოტივმა“ გროზნოს „ახმატს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მსაჯის რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილების დაგვირგვინება 85-ე წუთზე კვირკველიას გაძევება იყო. არბიტრმა საქართველოს ნაკრებისა და „ლოკომოტივის“ ცენტრალურ მცველს წითელი ბარათი საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის აჩვენეს და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნეს, რომელიც გროზნოელთა თავდამსხმელმა ფილიპე ვიზეუმ ვერ გამოიყენა.

„ჩვენთვის ამ რთულ თამაშში სამი ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საბედნიეროდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება წითელ ბარათს – ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება. გილერემ გადაგვარჩინა, თორემ მატჩი ასეთი შედეგით არ დასრულდებოდა“ – ამბობს საბა კვირკველია.

ცნობილი გახდა, რომ დღეს მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სამსაჯო კომიტეტს სადავო ეპიზოდებთან დაკავშირებით წერილით მიმართა.