საბა კვირკველია ევროპალიგის მერვედფინალში ითამაშებს
საბა კვირკველია ევროპალიგის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ლეგიონერი საბა კვირკველია ევროპის ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს. დღეს, უეფა-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრა მოსკოვში გაიმართა – რუსულმა “ლოკომოტივმა” ფრანგულ “ნიცას” უმასპინძლა.

მარიო ბალოტელის გუნდთან მოსკოველებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდათ. მათ ამ უპირატესობით ისარგებლეს: პირველ ტაიმში ”ნიცას” კარი იგორ დენისოვმა აიღო და კვირკველიას გუნდმა 1:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 4:2.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ტრადიციულად მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მარიო ბალოტელიც საიმედო ჩაკეტა.