საბა კვერკველია ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს - საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
საბა კვერკველია ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს - საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვერკველია კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გაგარძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი საბა კვერკველია ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„ტორპედოს“ ახალწვეული წლების განმავლობაში საქართველს, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობდა.

საბამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით 62 მატჩი ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. გამოცდილი მცველი ბოლოს „დინამო თბილისში“ გამოდიოდა.