საბა ხვადაგიანი - შვედეთი რთული მეტოქეა, მაგრამ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით #1TVSPORT
საბა ხვადაგიანი - შვედეთი რთული მეტოქეა, მაგრამ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, „დინამო თბილისის“ მცველმა, საბა ხვადაგიანმა და შვეიცარიული „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ ისაუბრეს შვედეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ, რომელიც 17 ოქტომბერს „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.

გაბრიელ სიგუა: „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალ შვედეთთან შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდეს. მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და სამი ქულა ძალიან გვჭირდება. ტაქტიკურად მზად ვართ. მთავარია, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ“.

საბა ხვადაგიანი: „შვედეთი რთული მეტოქეა და ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. იმედია, გავიმარჯვებთ და სამ ქულას მოვიპოვებთ“.

სამი ტურის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებებს ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ და ერთმანეთის კონკურენტები არიან. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.