საბა ხვადაგიანი ნეთანიის „მაკაბიში“ ითამაშებს - ისრაელის კლუბმა „დინამო თბილისს“ 500 ათასი ევრო გადაუხადა #1TVSPORT
საბა ხვადაგიანი ნეთანიის „მაკაბიში“ ითამაშებს - ისრაელის კლუბმა „დინამო თბილისს“ 500 ათასი ევრო გადაუხადა #1TVSPORT

საბა ხვადაგიანი კარიერას ისრაელის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდში, ნეთანიის „მაკაბიში“ გააგრძელებს – „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის ტრანსფერზე ინფორმაცია „ტრანსფერმარკტმა“ გაავრცელა და თბილისურმა კლუბმაც დაადასტურა.

გერმანული ვებგვერდის მიხედვით, საბა ხვადაგიანის სატრანსფერო ფასი 700 ათასი ევროა. პორტალის ინფორმაციით, ისრაელის კლუბმა „დინამოს“ 500 ათასი ევრო გადაუხადა.

ნეთანიის „მაკაბი“ ისრაელის ხუთგზის ჩემპიონია, ერთხელ ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. მიმდინარე სეზონში, 19 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვს, მეექვსე ადგილზეა და ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის.

საბა ხვადაგიანი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში 90 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზა.