საბა ხარებაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ისლანდიასთან გადამწყვეტ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT
საბა ხარებაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ისლანდიასთან გადამწყვეტ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT

საბა ხარებაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და ისლანდიასთან გასამართ მატჩში დაეხმარება, რომელშიც 9 ივნისს გაიმართება და ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენს.

„დინამო თბილისის“ მცველმა ივნისის შეკრება ეროვნულ ნაკრებში გაიარა და ძირითად შემადგენლობაში პირველად ბაჰრეინთან (2:0) ითამაშა. მანამდე ის 19-წლამდელთა ნაკრების განაცხადში იყო დასახელებული, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს თბილისში ატარებს.

ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილებმა პირველი მატჩი 3 ივნისს, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ მონტენეგროსთან გამართეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს. ჯგუფში მხოლოდ სამი გუნდია, მონტენეგრო მეორე ტურში ისლანდიას 1:1 დაუზავდა და მინიტურნირი 2 ქულით დაასრულა.

საბა ხარებაშვილი 19-წლამდელთა ნაკრებს ისლანდიასთან გასამართ პრინციპულ მატჩში დაეხმარება, რომლის მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაგავა.

საქართველოსა და ისლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება 9 ივნისს, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.