საბა ხარებაშვილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში გამოძახებული „დინამო თბილისის“ მცველის, 16 წლის საბა ხარებაშვილის სატრანსფერო შეფასებამ მილიონს გადააჭარბა და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა. ასევე მომატებულია ეროვნული ლიგის ლიდერის, თბილისის „იბერიის“ მოთამაშეების ფასებიც – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემები.
საბა ხარებაშვილის სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი 1.2 მლნ ევრო გახდა. 17 წლის ვახტანგ სალიას ღირებულება კვლავ 800 ათასი ევროა, ხოლო „იბერიის“ კაპიტნის, გიზო მამაგეიშვილის ფასი 500 ათასიდან 600 ათას ევრომდე გაიზარდა.
ეროვნულ ლიგის ძვირად ღირებული მოთამაშეები:
1. საბა ხარებაშვილი, „დინამო თბილისი“ – 1.20 მილიონი ევრო;
2. ვახტანგ სალია, „დინამო თბილისი“ – 800 ათასი ევრო;
3. გიზო მამაგეიშვილი, „იბერია“ (თბილისი) – 600 ათასი ევრო;
4. ივა გელაშვილი, „იბერია“ (თბილისი) – 550 ათასი ევრო;
5. გიორგი კოხრეიძე, „ტორპედო“ (ქუთაისი) – 500 ათასი ევრო;
6. საბა ხვადაგიანი, „დინამო თბილისი“ – 500 ათასი ევრო;
7. ნოდარ ლომინაძე, „დინამო თბილისი“ – 500 ათასი ევრო;
8. ლუკა ხარატიშვილი, „დინამო“ (ბათუმი) – 500 ათასი ევრო;
9. იური ტაბატაძე, „იბერია“ (თბილისი) – 450 ათასი ევრო;
10. დერეკ აგიაკვა, „იბერია“ (თბილისი) – 450 ათასი ევრო;
11. ბუბაკარ კონტე, „დილა“ (გორი) – 450 ათასი ევრო;
12. გიორგი აბუაშვილი, „კოლხეთი“ (ფოთი) – 450 ათასი ევრო.