საბა გოგლიჩიძის დებიუტი „უდინეზეში“ - იტალიელებმა „ვერდერი“ ორჯერ დაამარცხეს #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის დებიუტი „უდინეზეში“ - იტალიელებმა „ვერდერი“ ორჯერ დაამარცხეს #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „უდინეზეში“, რომელიც ბუნდესლიგაში მოთამაშე ბრემენისვერდერს“ ორჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ მოუგო.

საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ძირითად შეამდგენლობაში პირველ შეხვედრაში გამოჩნდა. ქართველი მცველის გუნდმა ეს მატჩი 1:0 მოიგო. იტალიელებმა მეტოქეს მეორე შეხვედრაში 2:1 სძლიეს.

ოირვე თამაში „ვერდერის“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა და უჩვეულო ფორმატით ჩატარდა – გუნდებმა ორი ნახევარსაათიანი ტაიმი ჩაატარეს. ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე 19 წლის თავდამსხმელმა სიმონე პაფუნდიმ გაიტანა.

უდინეზემ“ ამ შეხვედრით შეკრება დაასრულა და შემდეგ მატჩს 18 აგვისტოს იტალიის თასზე შინ „კარარეზესთან“ გამართავს.