საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – „ემპოლი“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – „ემპოლი“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძემ იტალიის სერია A-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ეს „ემპოლისთვის“ საკმარისი არ აღმოჩნდა — გუნდი გასვლაზე „ფიორენტინასთან“ 1:2 დამარცხდა.

გოგლიჩიძე „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მთელი მატჩი ითამაშა და, წაგების მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება (7.2 ქულა) მიიღო. საბა საზონოვმა კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია დაასრულა და ვარჯიში განაახლა, თუმცა მისთვის თამაში ჯერ კიდევ ნაადრევია.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და იაკინ ადლის (9-ე წუთზე) და როლანდო მანდრაგორას (26-ე წუთზე) გოლებით კომფორტული უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს. „ემპოლიმ“ იბრძოლა და 43-ე წუთზე გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ იგი არ ჩათვალა.

მიუხედავად ამისა, 57-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა მაინც შეამცირეს და ეს საბა გოგლიჩიძის დამსახურება იყო — ქართველმა მცველმა მეტოქეს ბურთი არ დაუთმო და მისი გადაცემით გოლი ჯაკოპო ფაცინიმ გაიტანა.

„ემპოლი“ 25 ქულით მე-19 პოზიციაზე დარჩა, თუმცა სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიის სერია A-ში ადგილის შენარჩუნების იმედს კვლავ ინარჩუნებს.