საბა გოგლიჩიძემ სადებიუტო შეხვედრაში „ლაციოს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ „მონცაში“ სადებიუტო მატჩი „ლაციოსთან“ ჩაატარა და თავი გოლით გამოიჩინა – თუმცა ქართველის გუნდი „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.
რომაელებთან გასვლით მატჩში საქართველოს ნაკრების მცველი „მონცას“ სათადარიგოთა შორის იყო. 35-ე წუთზე სტუმრებს შემტევი სირილ ნგონგე გაუძევეს და დაცვის ხაზის გაძლიერების მიზნით მწვრთნელმა მოედანზე საბა შეიყვანა. საქართველოს ნაკრების მცველმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სხვაობა შეამცირა და ანგარიში 2:1 გახადა, საბოლოოდ კი 7,0 ქულა მიიღო.
ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა“ საშინაო არენაზე მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2:1 დაამარცხა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.