საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისში ითამაშეს – „უოტფორდი“ სტუმრად დამარცხდა #1TVSPORT
„უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპის მატჩში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 85 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ჩაკვეტაძეც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და მოედანზე 73 წუთი გაატარა.
„ქუინზ პარკ რეინჯერსი“ 26-ე წუთზე კოლის გოლით დაწინაურდა, 63-ე წუთზე კი სმიტის დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ „უოტფორდმა“ ლოუზას გოლით (85) სხვაობა შეამცირა, თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.
ამ მარცხის შემდეგ „უოტფორდი“ პრემიერლიგის პლეიოფის ზონას ვერ მიუახლოვდა და 56 ქულით მეცხრე ადგილზეა.