საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გეგმებში აღარ შედის - შესაძლოა, მან ჩაკვეტაძესთან ითამაშოს #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე, სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ს „უდინეზეს“ დატოვებს, რადგან გუნდის მწვრთნელის, კოსტა რუნიაიჩის გეგმებში ვერ ჯდება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას სატრანსფერო ბაზრის ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ნიკოლო შირა წერს.
„საბა გოგლიჩიძე რუნიაიჩის გეგმებში საკვანძო მოთამაშე აღარ არის და შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „უდინეზე“ დატოვოს“, – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი.
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა Watford Way, რომლის ცნობითაც, შესაძლოა, გოგლიჩიძე გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდში“ ვიხილოთ.
„გოგლიჩიძემ, შესაძლოა, ამ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „უდინეზე“ დატოვოს და „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძეს შეუერთდეს“, – ამტკიცებს watford way.