საბა ფაჩულია საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ შეუერთდა #1TVSPORT

12:16, 09.08.2026

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას ვაჟი, საბა ფაჩულია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს – ის ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

2009 წლის 15 სექტემბერს დაბადებული 16 წლის სპორტსმენი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავს.

საბა ფაჩულია 1.98 მეტრი სიმაღლისაა და მოედანზე მსუბუქი ფორვარდის პოზიციას იკავებს. მოთამაშე საქართველოს ნაკრების ღირსებას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იცავდა.

მსგავსი