საავტომობილო სპორტის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა გაიმართა
საავტომობილო სპორტის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა გაიმართა

სპორტკომპლექს „არენას“ ტერიტორიაზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ღონისძიებას ფედერაციის წევრი ფიზიკური და იურიდიული პირები დაესწრენ და მის ფარგლებში 2019 წლის განვლილ სეზონი შეაჯამეს.

ფედერაციის მესვეურებმა ასევე მომვალი, 2020 წლის სეზონის საერთაშორისო და საქართველოს ჩემპიონატების ფორმატსა და კალენდარზე ისაუბრეს.

საავტომობილო სპორტში არსებული კლუბების დამსწრე წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კოლეგებს თავიანთი გეგმებისა და კლუბებში არსებული მიმდინარე სიტუაცის შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.