სააპელაციო სასამართლომ ლეხტერი ნარკოტიკების შეძენაში დამნაშავედ სცნო - ჰოკეი
სააპელაციო სასამართლომ ლეხტერი ნარკოტიკების შეძენაში დამნაშავედ სცნო - ჰოკეი

ფინეთის ქალაქ ტურკუს სასამართლომ ჰოკეისტ იორი ლეხტერის სააპელაციო სარჩელი განიხილა, – იტყობინება Iltalehti. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში ფინელ სპორტსმენს კოკაინის შეძენისთვის ოთხთვიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. მას 2021 წლის 31 დეკემბრამდე გამოსაცდელი ვადაც დაენიშნა.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ლეხტერმა ექვსიდან რვა გრამამადე კოკაინი შეიძინა.ჰოკეისტს ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობაშიც ადანაშაულებდნენ, მაგრამ იორის ბრალდება არ დაუმტკიცდა. ფინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების მიერ 2017 წლიდან ქალაქ ტამპერეში ნარკოტიკების გავრცელება მიმდინარეობდა, ხოლო 23 ეჭვმიტანილი პირიდან კი ერთ-ერთი ფინელი ჰოკეისტი გახლდათ. ლეხტერი დანაშაულს არ აღიარებდა და განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ საქმის განხილვის შემდეგ, მას კოკაინის შეძენის ბრალდება უცვლელი დარჩა.