საახალწლო საჩუქარი „სიონს“ - გენერალური სპონსორი კლუბს დაფინანსებას უზრდის
საახალწლო საჩუქარი „სიონს“ - გენერალური სპონსორი კლუბს დაფინანსებას უზრდის

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებულმა ბოლნისის „სიონმა“ საახალწლოდ საჩუქარი მიიღო – კომპანია RMG საფეხბურთო კლუბის გენერალურ სპონსორობას კიდევ ერთი წლით აპირებს.

„სიონი“ ეროვნულ ლიგა 2-ში 2016 წელს დაქვეითდა და ძალიან გაუჭირდა. დირექტორის თანამდებობაზე დანიშნულმა ბუბა (გიორგი) ტყავაძემ გუნდი ახლიდან შექმნა და სპონსორებიც დააინტერესა. კომპანია საფეხბურთო კლუბის გენერალური სპონსორი მაშინ გახდა, 2017 წელს კი თანამშრომლობა გაგრძელდა.

კლუბის ცნობით, კომპანია გუნდის თანადგომას 2018 წელსაც აპირებს და სასპონსორო ხელშეკრულება 27 დეკემბერს, RMG-ის თბილისის ოფისში გაფორმდება, რომლის თანახმადაც, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ, ბოლნისელთა თავკაცებმა ხელსაყრელი პირობებით პარტნიორობაზე ხელშეკრულება „ჯინო ფერედაისთან“ გააფორმეს.