რვა ქულა თექვსმეტ წამში - პუერტო რიკომ დრამატულ მატჩში იმარჯვა | ჩინეთი 2019
რვა ქულა თექვსმეტ წამში - პუერტო რიკომ დრამატულ მატჩში იმარჯვა | ჩინეთი 2019

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე კიდევ ორი შეხვედრა დასრულდა და ორივეს ძალიან დაძაბული ფინალი ჰქონდა.

რუსეთის ნაკრები ნიგერიას ეთამაშებოდა და, მიუხედავა იმისა, რომ მეოთხე პერიოდის შუაში ცხრა ქულით აგებდა, მატჩის ბოლოსთვის ანგარიშის დაქაჩვა მოახერხა და საბოლოოდ 82-77 გაიმარჯვა.

საუკეთესო ამ მატჩში ნიგერიელი ჯოშ ოკოგი იყო 18 ქულით, რუსმა მიხაილ კულაგინმა კი 16 ქულა დააგროვა.

რაც შეეხება მეორე მატჩს ირანსა და პუერტო-რიკოს შორის, აქ მაყურებელი საკმაოდ დრამატული ფინალის მოწმე გახდა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 16 წამით ადრე, როცა ანგარიში 78-78 იყო, პუერტორიკოელებმა სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა ირანელებმა საპასუხო სამქულიანით დროის ამოწურვამდე ოთხი წამით ადრე უპასუხეს და ანგარიში ისევ გაათანაბრეს. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში პუერტო-რიკომ კიდევ ერთი ბურთი ჩააგდო და საბოლოოდ ორი ქულით იმარჯვა – 83-81.

საუკეთესო ამ მატჩში პუერტორიკოელი დავიდ უერტასი იყო, რომელმაც 32 ქულა შესძინა თავის გუნდს. ირანელთაგან, 22 ქულით, ჰამედ ჰადადი გამოირჩა.