რვა კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ტემპერატურა 39 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოდიოდა - ლორია თვლის, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია #1TVSPORT
რვა კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ტემპერატურა 39 გრადუსს ქვემოთ არ ჩამოდიოდა - ლორია თვლის, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია #1TVSPORT

კვიპროსულ ტელეკომპანია Cablenet-ის შოუში გიორგი ლორიამ ის უმძიმესი დღეები გაიხსენა, როდესაც კორონავირუსი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარის თქმით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს სეზონისთვის მზადების დასაწყისში მოხდა. მეგონა კორონავირუსი არ შემეხებოდა და რომ ჩემზე ასეთ გავლენას მოახდენდა. რვა კილოგრამი დავიკელი, გავიტანჯე, საწოლიდან ვერ ვდგებოდი, ტემპერატურა 39-ის ქვემოთ არ ჩამოდიოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არაფერია, ვეტყვი, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ამის შემდეგ დავასრულებთ პანდემიას. ორი კვირა გამიცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი მატჩი „რაპიდთან“ ევროპის ლიგის კვალიფიკაციაზე. ძალიან რთული იყო. ფორმში არ ვიყავი“, – იხსენებს გიორგი ლორია.

კვიპროსსა და ლარნაკაში ცხოვრების შესახებ:

ლარნაკა და ზოგადად კვიპროსი საოცარია. იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ხალხი ძალიან მეგობრულია, ატმოსფერო ყველგან საუკეთესოა. ხალხი შენდამი კეთილგანწყობილია, მადლიერებას გამოხატავენ. კარგი ამინდია, მზე კარგ განწყობას გიქმნის. მითუმეტეს მე, რადგან მზე ძალიან მიყვარს. მე მიყვარს კვიპროსი. აქ დარჩენას ვაპირებ, რადგან ძალიან მომწონს. თუმცა, ვნახოთ, ფეხბურთში წინასწარ არასოდეს იცი, რა მოხდება“.

ლორიამ ბერძნულის შესახებაც ისაუბრა:

„ზოგიერთი ბერძნული სიტყვა ვიცი, ზოგი – ცუდი სიტყვაც. ბერძნულის სწავლა მინდა და ვეცდები შემდეგ ჯერზე, თარჯიმანი არ დამჭირდეს. რაც შეეხება ფანების სლოგანებს, სიტყვები არ ვიცი, მაგრამ როცა ვუსმენ, ვცდილობ, რიტმს ავყვე და სიტყვები ნელ-ნელა ვისწავლო. სხვა სახეობები? მიყვარს ჩოგბურთი და ზამთრის სპორტი“.