რვა გოლი ბოლო ექვს მატჩში - გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი იქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა და „მეცი“ გენგამთან“ შეხვედრაში 1:0 დააწინაურდა.

ქართველი თავადმსხმელის გუნდი ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და „გენგამთან“ გასვლით მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. გიორგიმ 21-ე წუთზე მეტიუ უდოლის ფლანგური გადაცემის შემდეგ ზუსტად დაარტყა და გუნდი დააწინაურა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო ტურებში შესანიშნავ ფორმაშია და ექვს მატჩში რვა გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.