რვა გოლი ბათუმურ შეხვედრაში - ჩემპიონს კვარაცხელიას დუბლმაც ვერ უშველა, „სამგურალი“ ზედიზედ ათი მატჩი არ დამარცხებულა #1TVSPORT
რვა გოლი ბათუმურ შეხვედრაში - ჩემპიონს კვარაცხელიას დუბლმაც ვერ უშველა, „სამგურალი“ ზედიზედ ათი მატჩი არ დამარცხებულა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში დუბლი შეარულა, მაგრამ ბათუმის „დინამოს“ წყალტუბოს „სამგურალთან“ ურთულესი და ძალიან სანახაობრივი მატჩის მოგებაში ვერ დაეხმარა.

ეროვნული ლიგის პირველი სათამაშო დღე ძალიან უხვგოლიანი გამოდგა. „დინამო თბილისი“ – „თელავის“ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა, „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ მატჩში კი მეტოქეებმა გულშემატკივრებს კიდევ უფრო უხვგოლიანი სანახაობა შესთავაზეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ მესამეადგილოსანსამგურალთან“ შეხვედრაში ოთხჯერ დაწინაურდა – ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-7 წუთზე გახსნა, შემდეგ კი სტუმრებს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა (12) და საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა (41) გაუტანეს.

თუმცა ოთხივე შემთხვევაში, წყალტუბოელებმა ანგარიში გაათანაბრეს – თავი გამოიჩინეს ილია ახვლედიანმა (9), ჯეფერსონ ჯერალდომ (18) და ირაკლი რუხაძემ (54). ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ 65-ე წუთზე გამოავლინა, პენალტი მოიპოვა, თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ეროვნული ლიგის მე-11 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

წყალტუბოელებმა მასპინძლებს შეუტიეს – კუთხურის მოწოდების შემდეგ ჩემპიონის კარის აღება 83-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა მოახერხა და საბოლოოდ, შეხვედრა უჩვეულო ანგარიშით, 4:4 დასრულდა.

ბათუმის „დინამომ“ 16 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და ისევ ლიდერობს, მაგრამ მეორეადგილოსანმა „დინამო თბილისმა“ (32) ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო „სამგურალმა“ (30) მინიმუმ შემდეგ ტურამდე მესამე ადგილი შეინარჩუნა. ისიც აღსანიშნავია, რომ „სამგურალი“ ზედიზედ ათი მატჩია არ დამარცხებულა.

აღშანიშნავია, რომ მე-16 ტურის პირველ სათამაშო დღეს გამართულ ორ მატჩში გუნდებმა 13 გოლი გაიტანეს, ანუ საშუალოდ 6,5 გოლი შეხვედრაში, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ტურის დარჩენილი მატჩები 26 და 27 მაისს გაიმართება.