რუუდ გულიტი „ოქროს ბურთის“ შესახებ – წელს გამარჯვებულს პირადი სიმპათიების მიხედვით აირჩევენ #1TVSPORT

10:48, 19.09.2026

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რუუდ გულიტმა აზრი გამოთქვა „ოქროს ბურთის“ ფავორიტებზე.

„კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჰარი კეინი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ერლინგ ჰალანდი კი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ორი ტიტული მოიგო.

როდრი ბრწყინვალე იყო ესპანეთის ნაკრებში და ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. ლამინ იამალი? ჩვენ ყველას გვიყვარს ის, მაგრამ არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ვარსკვლავი და ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ასე რომ, დასაფიქრებელი ბევრია. ჩემი აზრით, წელს გამარჯვებულს აირჩევენ პირადი სიმპათიების მიხედვით და არა იმის საფუძველზე, ვინ რას მიაღწია.

მე რომ პირადი სიმპატიით ვირჩევდე, ეს იქნებოდა სამ მოთამაშეს შორის, მაგრამ მათგან ერთის გამოყოფა მიჭირს, რადგან ეს ძალიან რთულია. შემიძლია გავიგო, რატომ მისცემს ხალხი ხმას იამალს, იგივე შემიძლია ვთქვა მბაპეზე და კეინზე. ეს არის ის სამი, რომელიც ავირჩიე, მაგრამ არ მთხოვოთ ერთის გამოყოფა“, – განაცხადა გულიტმა ComeOn-თან ინტერვიუში.

მსგავსი