ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიის წამყვანი იქნება.
„მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც 1987 წელს მოიგო „ოქროს ბურთი“, ცერემონიას გაუძღვება ბრიტანელ ჟურნალისტთან, კეიტ სკოტთან ერთად.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 22 სექტემბერს პარიზში გაიმართება.