რუუდ გულიტი მაურიციო სარის რჩევას აძლევს
რუუდ გულიტი მაურიციო სარის რჩევას აძლევს

ჰოლანდიის ნაკრებისა და მილანის ლეგენდა რუუდ გულიტი ჩელსის მთავარ მწვრთნელ მაურუციო სარის რჩევას აძლევს, რომ მომავალში თავისი ფეხბურთელების საჯარო კრიტიკისგან თავი შეიკავოს.

„ძალიან, ძალიან სარისკოა ფეხბურთელების საჯაროდ გაკრიტიკება, როგორც ეს სარიმ მიმდინარე კვირას გააკეთა. სარისკოა, თუნდაც ცამდე მართალი იყო“, – ამბობს გულიტი. – „გულახდილობა კარგია, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ შენს გულისტკივილს სწორად გაიგებენ, მაგრამ შეიძლება ფეხბურთელებმა შენი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მერე მეტი პრობლემა შეგექმნება“.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემთან ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც ჩელსიმ 2-1 მოიგო და მატჩისშემდგომი პენალტების სერიის წყალობით გავიდა ფინალში, მაურიციო სარიმ ედენ აზარი გაკრიტიკა. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ბელგიელს მეტი შეუძლია და მან „პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი“.

პასუხად ედენ აზარმა განაცხადა, რომ მისთის სულ ერთია, რას იტყვის მწვრთნელი.

 

დატოვე კომენტარი