რუსულმა მედიამ ანანიძეს შეუტია, მაგრამ ქართველი „სპარტაკის“იტალიელმა მწვრთნელმა დაიცვა
რუსულმა მედიამ ანანიძეს შეუტია, მაგრამ ქართველი „სპარტაკის“იტალიელმა მწვრთნელმა დაიცვა
„ჯანო ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა და ამან გადამწყვეტი როლი იქონია ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რომ ძირითადში ეთამაშა“ – ასე ახსნა დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძის მოსკოვის ‘სპარტაკის” შემადგენლობაში გამოჩენა.
 
„ანანიძემ თამაშის დიდი ნაწილი საყრდენის პოზიციაზე გაატარა – რატომ, ის ხომ დაცვაში კარგად არ თამაშობს?“ – ეს იყო მატჩის შემდეგ მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელის მიმართ დასმული ერთ-ერთი საკვანძო კითხვა, რადგან ტედესკოს გუნდმა რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ტულის „არსენალთან“ საშინაო შეხვედრა 0:1 წააგო.
მოსკოველთა მთავარ მწვრთნელს, გერმანული პასპორტის მქონე იტალიელ დომენიკო ტედესკოს მედიის შემოტევებისგან საკუთარი თავისა და ჯანო ანანიძის დაცვა მოუხდა.
„ანანიძე იყო იმ პოზიციაზე, სადაც კრალი გვეყენა. მან არ ითამაშა იმის გამო, რომ ორი მატჩის ჯამში 25 კილომეტრი გაირბინა. ანანიძე ტექნიკური მოთამაშეა და ვიმედოვნებდით, რომ ის ბურთის ფლობაში დაგვეხმარებოდა და შესვენების შემდეგ ასეც მოხდა. ამავე დროს, ჯანომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა და თუ ვარჯიშზე თავს გამოიჩენ, შანსს ნამდვილად მიიღებ“ – აცხადებს ტედესკო.
ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მოსკოვის „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში
პირველად ითამაშა, თანაც მისთვის უჩვეულო პოზიციაზე – საყრდენ ნახევარმცველად.