რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს

11:03, 28.07.2019

რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. როგორც თავად ალექსანდრა პერეპელოვა ამბობს, ის უწყებაში მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა პოლიციამ არ დაასახელა ის საქმე, რომლის ფიგურანტიც არის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი.

როგორც პერეპელოვა ამბობს, გამომძიებლების კითხვები მოსკოვში გუშინ გამართული არასანქცირებული აქციების გაშუქებას ეხებოდა.

ალექსანდრა პერეპელოვას საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაბარების უწყება 27 ივლისს, მაშინ გადასცეს, როდესაც მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართებოდა. ის დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

მსგავსი