რუსული სპორტის ლეგენდები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ #1TVSPORT
რუსული სპორტის ლეგენდები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულთა ახალ სიაში სპორტულ სფეროში მომუშავე რუსები შეიყვანა.

ჩამონათვალში ორი ლეგენდარული სპორტსმენია – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ კარელინი და ჰოკეიში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვლადისლავ ტრეტიაკი. გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ – რუსეთის ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ქსენია შოიგუ, ციგურებით რბენაში ოლიმპიური ჩემპიონი სვეტლანა ჟუროვა, VTB-ის საკალათბურთო ლიგის საპატიო პრეზიდენტი სერგეი ივანოვი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი.