რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, C-400-ის ინდოეთში განთავსება 2020 წელს დაიწყება
რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, C-400-ის ინდოეთში განთავსება 2020 წელს დაიწყება

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, C-400-ის ინდოეთში განთავსება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინდოეთისთვის სარაკეტო სისტემის წარმოების თვალსაზრისით სირთულეები არ წარმოიქმნება, რადგან კონცენრნიალმაზ-ანტეი“-ს შესაძლებლობები ყველა დაკვეთის განხორციელების საშუალებას იძლევა.

ინდოეთსა და რუსეთს შორის სარაკეტო კომპლექსის განთავსების შესახებ კონტრაქტი ოქტომბერში დელიში, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, ინდოეთი რუსეთისგან ხუთ სარაკეტო კომპლექტს მიიღებს და 5 მილიარდ დოლარს გადაიხდის.