რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო, სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს
რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო, სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს

სამხრეთ კორეის ავიაგამანადგურებლებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა თვითმფრინავმა ორჯერ დაარღვია სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე. ინციდენტი იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულების რაიონში მოხდა, რომლებიც სეულსა და ტოკიოს შორის დავის საგანს წარმოადგენს.

სეულში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე პირველად დაარღვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.