რუსული პრესა - კვირკველია, შესაძლოა „კრასნოდარში“ ან „როსტოვში“ გადავიდეს
რუსული პრესა - კვირკველია, შესაძლოა „კრასნოდარში“ ან „როსტოვში“ გადავიდეს

რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ, შესაძლოა გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს დატოვოს.

როგორც იტყობინებიან, 28 წლის მცველით ინტერესდებიან „კრასნოდარი“, „როსტოვი“ და „როტორი“.

ქართველი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „ლოკომოტივთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის ივლისიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ექვსი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.