რუსული მედიის ცნობით, რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს სავარაუდოდ რუს ჟურნალისტ კირილ ვიშინსკიში გაცვლიან
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს სავარაუდოდ რუს ჟურნალისტ კირილ ვიშინსკიში გაცვლიან

რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი მოსკოვში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია იუწყება, სენცოვი რუსეთის დედაქალაქში უკრაინულ მხარესთან ტყვეთა გაცვლის პროცესის ფარგლებში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას სენცოვის ადვოკატი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს.

უფლებადამცველ პაველ ჩიკოვის ინფორმაციით, უკრაინელი რეჟისორის კოლონიიდან ეტაპირება თვითმფრინავით მოხდა.

რუსული მედია იუწყება, რომ სენცოვს სავარაუდოდ რუს ჟურნალისტში, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ უკრაინული ბიუროს ხელმძღვანელ კირილ ვიშინსკიში გაცვლიან.

შეგახსენებთ, რომ ვიშინსკი, რომელსაც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი, 28 აგვისტოს კიევის სააპელაციო სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთში 2015 წელს დააკავეს და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში დასდეს ბრალი. მას 20 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.