რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის რეგიონზე უკრაინის იერიშებს 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

15:48, 07.10.2026

უკრაინის მიერ ბელგოროდის რეგიონზე მიტანილ იერიშებს 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვალუისკის რაიონის სოფელ პრინცევკაში სარაკეტო დარტყმის შედეგად 11 წლის გოგონა დაიღუპა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს“, – წერია ოპერატიული შტაბის განცხადებაში.

მედიის ცნობით, იერიშებისას სოფელში დაშავდა კიდევ ოთხი პირი, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

ოპერატიული შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს საცხოვრებელ სახლებზე, მანქანებზე, სოციალურ და კომერციულ ობიექტებზე.

მსგავსი