რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბავშვო მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

01:19, 03.08.2026

ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბავშვო მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 13 წლის გოგონამ მძიმე დაზიანებები მიიღო, ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გადარჩენისთვის ყველა შესაძლო ზომას მიმართეს, თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

საავადმყოფოში თავის, ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობებით მოხვდა შვიდი წლის გოგონა. დაშავებულია ცხრა წლის გოგონაც, რომელიც ასევე საავადმყოფოში იმყოფება.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი დაღუპული არასრულწლოვნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „უკრაინელ ტერორისტებად“ მოიხსენიებს.

მსგავსი