რუსული მედია - „როსტოვი“ კვირკველიათი დაინტერესებული არ არის
რუსული მედია - „როსტოვი“ კვირკველიათი დაინტერესებული არ არის

გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ წყაროზე დაყრდნობით უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რუსეთის პრემიერლიგის „როსტოვი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველ საბა კვირკველიას იწვევს.

„ჩვენი ცნობით, „როსტოვი“ კვირკველიათი არ დაინტერესებულა, როგორც ამაზე მედია წერდა. ვალერი კარპინის გუნდის სამომავლო გეგმებში 28 წლის ქართველი მცველი ფინანსური და სპორტული მიზეზებით ვერ ჯდება, ამავე დროს, ის ლეგიონერია“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის მტკიცებით, რომ საქართველოს ნაკრების მცველს ვოლგოგრადის „როტორი“ იწვევს, რადგან გუნდთან საბა კვირკველიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი მუშაობს. გუნდში ამჟამად სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება – ყაზანის „რუბინიდან“ დამატებული ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, ასევე ანზორ სანაია.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლგოგრადელები საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველს, ჯანო ანანიძესაც იწვევენ.