რუსული მედია მამუკა ჯუღელზე წერს - საეჭვო რეპუტაციის მიუხედავად, ტალანტების აღმოჩენაში უდავოდ დასაფასებელია
რუსული მედია მამუკა ჯუღელზე წერს - საეჭვო რეპუტაციის მიუხედავად, ტალანტების აღმოჩენაში უდავოდ დასაფასებელია

ვოლგოგრადის „როტორი“ რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან კლუბში ოთხი ქართველი ფეხბურთელია, კლუბის სელექცია კი ქართველ მენეჯერს, მამუკა ჯუღელს ჩააბარეს.

ეს რუსული მედიის გაღიზიანებას იწვევს – ამის მაგალითად გამოცემა „ნოვოსტი ვოლგოგრადა“-ს წერილი გამოდგება, თუმცა, კარგი მოთამაშეების კლუბში ჩაყვანისთვის გამოცემა ჯუღელს მადლობას უხდის.

„მნიშვნელოვანი იყო გუნდის დაკომპლექტება – სატრანსფერო კამპანიაში ქართული აქცენტი იგრძნობოდა,. აგენტმა მამუკა ჯუღელმა ვოლგოგრადში ხუთი თავისიანი მიიყვანა, შემდეგ კი მეექვსეც საქართველოს ჩემპიონატიდან, თავდამსხმელი ჯოვინო აიყვანა. მედიაში მამუკას საეჭვო რეპუტაციის აგენტს უწოდებენ, მაგრამ კაშკაშა ფეხბურთელების პოვნაში მისი ნიჭი უდავოდ დასაფასებელია. ამის გარეშე საფეხბურთო ბაზარზე მენეჯერი ადგილს ვერ იპოვის. მართალია, ჯერ ყველა ახალწვეულს არ უთამაშია, ანანიძესთან კონტრაქტი კი საერთოდ შეწყდა, მაგრამ დავითაშვილის ბრწყინვალე თამაში და „სპარტაკთან“ შექმნილი გიჟური მომენტები გულშემატკივრებს ნდობას უჩენს, რომ ყველა ქართვლი თანდათან ფორმაში შევა. მაშინაც კი, თუ რამდენიმე მათგანი მაინც ითამაშებს, მამუკას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის“, – წერს გამოცემა.

საერთოდ, მენეჯერები ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით ცხოვრობენ, რუსული მედიაში კი ბევრჯერ ყოფილა ინფორმაცია, რომ გუნდებში ფულს ათეთრებენ. „ნოვოსტი ვოლგოგრადა“ ამ ყველაფერს ქართველ მენეჯერს მიაწერს: „ცოტას თუ სჯერა, რომ მამუკა მადლობისთვის და მხოლოდ სააგენტოს მოსაკრებლებისთვის მუშაობს. ტელეგრამ არხმა „მუტკო პრიტივ“-მა გუნდში ფულის გათეთრებაზე ღიად დაწერა, რომ ფეხბურთელები ანაზღაურების ნაწილს კლუბის ხელმძღვანელობას ან აგენტს უბრუნებენ. ეს ვერ დამტკიცდება, თუ მოთამაშეები ჩვენებას არ მისცემენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველ ახალწვეულები ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან მამუკას მოთამაშეებისთვის, ისევე როგორც თავად მისთვის, მთავარი ღირსება და გაგებაა“.