რუსული მედია კვირკველიაზე - გაურკვეველია, „როტორში“ რატომ გაუშვეს
რუსული მედია კვირკველიაზე - გაურკვეველია, „როტორში“ რატომ გაუშვეს

ბოლო დროს რუსულ მედიაში რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა, სადაც პირდაპირ ან ირიბად მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, რომ გუნდში საბა კვირკველოია დააბრუნონ.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ მხარი დაუჭირა გუნდის მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს, რომელსაც გასული სეზონის დასრულებაც არ აცალეს და სერბი მარკო ნიკოლიჩით შეცვალეს. მან კი საბა კვირკველია იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გაუშვა.

რუსული მედია ამტკიცებს, რომ ამით გუნდის დაცვა საგრძნობლად შესუსტდა. ამაზე ორ რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებული წერილი მეტყველებს.

სპორტი-ექსპრესში“ გამოქვეყნებული წერილი რუსეთის პრემიერლიგის გუნდების პრობლემურ პოზიციებს მიუძღვნეს.

„მოსკოვის „ლოკომოტივში“ პრობლემური ცენტრალური მცველის პოზიციაა. „ლოკოს“ გულშემატკივრები დაიღალნენ მურილოსა და რაიკოვიჩის მოქმედებებით. ასე იყო ჩემპიონთა ლიგაზეც და რუსეთის ჩემპიონატშიც. გუნდს სჭირდება ცენტრალური მცველი, რომელიც ვედრან ჩორლუკასთან წყვილში ითამაშებს. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მოსკოველებმა ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით კვირკველია გაუშვეს“, – წერს „სპორტი-ექსპრესი“.

კვირკველიას საჭიროება ტელეკომპანია matchtv-ის ინტერნეტ-გვერდზეც ახსენეს:

„სიტყვა დაღლილობა „ლოკომოტივს“ ეხება. მირანჩუკი და მარიუ წავიდნენ, ბარინოვი და სმოლოვი დაშავდნენ, მუდამ ყოველთვის კრიხოვიაკზე დაყრდნობაც პრობლემატურია – ის ბოლო დროს ხშირად ცდება. ჩორლუკა არ ახალგაზრდავდება, მურილომ და რაიკოვიჩმა კი ადეკვატურად ვერ შეცვალეს კვირკველია, რომელიც, გაურკვეველია, „როტორში“ რატომ გაუშვეს“.