რუსული მედია - კონონოვი დარჩა, ანანიძე „სპარტაკიდან" მიდის
რუსული მედია - კონონოვი დარჩა, ანანიძე „სპარტაკიდან" მიდის

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკს“ ზაფხულში დატოვებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ „სპარტაკის“ დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა და გუნდის მთავარ მწვრთნელად ოლეგ კონონოვი დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მან 100-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე გუნდის წინაშე დასახული ერთი ამოცანაც ვერ შეასრულა.

სწორედ კონონოვის დანიშვნის შემდეგ გადაწყდა ჯანო ანანიძის სამარის „კრილია სოვეტოვში“ იჯარით გაშვება. ბელარუსი სპეციალისტი, რომელიც „სპარტაკში“ მინიმუმ დეკემბრამდე იმუშავებს, ანანიძის დაბრუნებას არ აპირებს.

„ჩვენი ინფორმაციით, დირექტორთა საბჭოზე უპირველესად მოთამაშეთა გაშვების საკითხი განიხილეს და არა დამატების. გუნდი დაემშვიდობება ჯანო ანანიძეს, რომელმაც „კრილია სოვეტოვში“ ჩემპიონატის მეორე ნახევარი გაატარა“, – წერს რუსული გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“.

რუსულ მედიაში ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გადაბირება რუსეთის პრემიერლიგელკრასნოდარს“ სურს.