რუსული მედია - ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელი წასვლის გამო, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელს თვალებზე ცრემლები მოადგა
რუსული მედია - ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელი წასვლის გამო, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელს თვალებზე ცრემლები მოადგა

ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა და კარიერას სხვა რუსულ კლუბში, ყაზანის „რუბინში“​ განაგრძობს.

„18 წლის ქართველისა და მისი მენეჯერის გადაწყვეტილებამ მოსკოველთა მთავარი მწვრთნელი იური სიონი იმედგაცრუებული დატოვა“, – წერს გამოცემა „ჩემპიონატი“.

წერილის ავტორი საინტერესო კულუარულ ამბავს ასაჯაროებს. მისი ცნობით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა ეს ამბავი რომ შეიტყო, ძალიან განიცადა და ემოციები ვერ დამალა.

ხვიჩასთან და მის მენეჯერთან „ლოკომოტივმა“ მოლაპარაკება დაიწყო არა დღეს, არამედ – ადრე. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ვითარებაში გადაჭარბებული სიმშვიდე დაეუფლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვარაცხელიას მოულოდნელი წასვლის გამო სიომინს თვალებზე ცრემლები არ მოადგებოდა“, – წერს რუსული ინტერნეტგამოცემა „ჩემპიონატი“.

თავად სიომინმა ცნობილ გაზეთ „სპორტ-ექსპრესთან“ მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი კომენტარი გააკეთა.

„კვარაცხელიას წასვლით ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონდა. რატომ ვერ მოხერხდა ქართველი ტალანტის დატოვება? ვერ გეტყვით, ეს კითხვა ხელმძღვანელობას ეხება”, – აცხადებს სიომინი.

დატოვე კომენტარი