რუსული მედია – ექიმები მიიჩნევენ, რომ ალექსეი ნავალნი არ მოუწამლავთ
epa08614637 An exterior view of the hospital for emergency medical care-1, in Omsk, Russia, 20 August 2020. Russian opposition activist Alexei Navalny was placed in the hospital after he felt bad on board of a plane on his way from Tomsk to Moscow. The flight was interrupted and after landing in Omsk, Navalny was admitted to the hospital with the suspicion of a toxic poisoning. EPA-EFE/MAXIM KARLAYEV
ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალიჩენკოს განცხადებით, გამოკვლევებმა ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ გამოავლინა, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„საწამლავი ან საწამლავის კვალი მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა. მოწამვლის დიაგნოზზე მაინც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პაციენტმა მოწამვლა გადაიტანა“, – განაცხადა ანატოლი კალიჩენკომ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა. ამჟამად, ნავალნი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.