რუსული მედია დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ლიდერის აფეთქების ვიდეომასალას აქვეყნებს
რუსული მედია დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ლიდერის აფეთქების ვიდეომასალას აქვეყნებს

რუსული მედია დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს აფეთქების ვიდეომასალას აქვეყნებს. კადრებში კაფე „სეპართან“ ზახარჩენკოს დაცვის ექსკორტის მისვლა ჩანს.

მასალის მიხედვით, კაფეში თავდაპირველად შემოწმების მიზნით დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი შედის. რამდენიმე წამში კაფეს ტერიტორიაზე შედის ალექსანდრ ზახარჩენკოც, რა დროსაც აფეთქება ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი კაფე „სეპარში“ ყოველთვის ერთი და იგივე ადგილას ჯდებოდა, სადაც იდო წარწერა „მაგიდა დანაღმულია“.

ალექსანდრ ზახარჩენკო ქალაქ დონეცკის კაფეში 31 აგვისტოს ააფეთქეს.