რუსული გამოცემა - ყველამ დაინახა, რატომ არ გაემგზავრა კვარაცხელია ევროპაში #1TVSPORT
რუსული გამოცემა - ყველამ დაინახა, რატომ არ გაემგზავრა კვარაცხელია ევროპაში #1TVSPORT

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ და მამამისმა ღიად დააფიქსირეს სურვილი, რომ ევროპაში გადასულიყვნენ, პერიოდულად, რუსულ მედიაში ქართველი ლეგიონერის გაშავების მცდელობებია. ამის მაგალითად ეს წერილი გამოდგება, რომელიც TNV.RU-ზე გამოქვეყნდა. შესაძლოა, წერილში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ ქართველ ფეხბურთელისადმი აშკარად აგრესიული ტონია.

„ხვიჩას დრეიერისგან სწავლა სჭირდება – ყველამ დაინახა, რატომ არ გაემგზავრა კვარაცხელია ევროპაში.

„რუბინმა“ სანაკრებო შეკრება კარგად გამოიყენა, შესვენების შემდეგ პირველივე ტურში „ურალი“ დაამარცხა (4:0) და დანიიდან ჩამოსული ახალი ვარსკვლავი სათამაშო მოდელს კარგად მოერგო.

ახალგაზრდა დანიელმა „რუბინში“ გამართულ პირველივე ოფიციალურ თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა, რაც რეკორდია, როგორც ყაზანის კლუბისთვის, ასევე მთელი ლიგისთვის.

რა თქმა უნდა, ერთ თამაშით მსჯელობა ნაადრევია. თუმცა, როგორც ჩანს, დრეიერმა სწრაფად უნდა დაჩრდილოს „რუბინის“ მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია, რომელიც შორსაა დანიელის ეფექტურობისგან. დრეიერს არ აქვს ისეთი დრიბლინგი, როგორიც ქართველს, მაგრამ მას სხვა ყველაფერი აქვს. ძლიერი თვისებები, ტექნიკის გარდა, ხვიჩაში ძნელი საპოვნელია, თუ მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგის დონეზე არაა საუბარი.

დიახ, კვარაცხელიამ წინა დღით საგოლე გადაცემით გააკეთა, მაგრამ ეს იმ კატეგორიიდან იყო, როდესაც სწორედ გამტანმა შეასრულა. კვარაცხელიას პასი ნელი და მოუხერხებელი იყო, მაგრამ დანიელმა ქუსლით გაიტანა. ზოგადად, „რუბინის“ ახალბედას ფონზე დავინახეთ, რატომ დარჩა კვარაცხელია „რუბინში“, მიუხედავად ჭორებისა ევროპის ტოპ კლუბებში გადასვლის შესახებ. გუშინ ის ტრადიციულად ბურთს აჩერებდა და ცუდ მოედანზე ხშირად კარგავდა.

დატოვე კომენტარი