რუსული გამოცემა - შესაძლოა, კვირკველია ინგლისში ჩაშლილ ტრანსფერზე განაწყენდა
რუსული გამოცემა - შესაძლოა, კვირკველია ინგლისში ჩაშლილ ტრანსფერზე განაწყენდა

რატომ არ თამაშობს საბა კვირკველია? საქართველოს ნაკრების მცველის თავს ბოლო დროს მოსკოვის „ლოკომოტივში“ დატრიალებულ ამბებს რუსულმა გამოცემა „სოკერმა“ წერილი მიუძღვნა. ავტორის ვარაუდით, ფეხბურთელსა და კლუბს უსიამოვნება აქვთ.

„საბა კვირკველია ცოტა ხნის წინ, იგი რუსეთის პრემიერლიგის ვარსკვლავი იყო და ინგლისის პრემიერლიგის გუნდშიც იწვევდნენ. სულ ტყუილად არ წავიდა, რადგან ახლა მას პრობლემები აქვს. თავიდან სიომინს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უკვე აგვისტოში, საბა მზად იყო. მაგრამ ყრუ რეზერვში დარჩა! მხარეები კონფლიქტს უარყოფენ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ უნდა იყოს. საქმე ქართული გვარის მქონე „ლოკომოტივის“ უფროსისა (ვასილი კიკნაძე) და საბას აგენტის (მამუკა ჯუღელი) გარჩევებშიც არ უნდა იყოს – თუ მცველმა გულში წყენა იმის გამო ჩაიდო, რომ „ლესტერში“ წასვლის უფლება არ მისცეს, მაშინ ის კიკნაძის წინამორბედ გერკუსზე უნდა იყოს განაწყენებული. მაგრამ სიომინმა დაინახა, კვირკველიას წასვლა სურდა და ბრაზილიელი მურილო იყიდა“- წერს გამოცემა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამოცემა ქართველს კლუბიდან წასვლას ურჩევს – „ალბათ, საბას აქვს იგივე განცდა, რაც ჩალოვს – სევდა ინგლისის პრემიერლიგაში არარეალიზებული ტრანსფერის გამო. ღირს წასვლა? ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვირკველიას 27 წლის ასაკში სიომინის გუნდის რეზერვისტად გადაქცევა სურდეს. თუ ის გუნდის რიგით მეხუთე ცენტრალური მცველია, მაშინ საბას ახალი კლუბი დასჭირდება“.