რუსული გამოცემა - „რუბინის“ შეკრებაზე საუკეთესო კვარაცხელია იყო
რუსული გამოცემა - „რუბინის“ შეკრებაზე საუკეთესო კვარაცხელია იყო

ყაზანის „რუბინს“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, გამოცემა „ბიზნეს-ონლაინმა“ წერილი მიუძღვნა.

ავტორის თქმით, სეზონის წინამოსამზადებელ შეკრებაზე გუნდში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო.

„ჩემპიონატის პირველ ნახევარში კვარაცხელია გამოანათებდა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს სტაბილურობა აკლდა, ისევე როგორც დავითაშვილს. სლუცკისთან შეკრებას კვარაცხელიამ გაუძლო. გარედან ისე ჩანს, რომ მწვრთნელი ხვიჩას ისე არ ანებივრებს, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით ხშირად ხდება.

მეორე წრეში კვარაცხელია, შესაძლოა, თავდასხმის საკვანძო მოთამაშე გახდეს. სლუცკისთან ვარჯიშების დროს, კვარაცხელია შეტევების დაგვირგვინებაში თანდათან უმატებს, ბურთიანადაც უფრო ჭკვიანურად მოძრაობს. დრიბლინგს დრიბლინგისთვის უკვე იშვიათად აკეთებს“ – წერს „ბიზნეს-ონლაინის” ჟურნალისტი.

რუსეთში საფეხბურთო სეზონი პირველ მარტს განახლდება. ყაზანის „რუბინი“ გასვლაზე „ტამბოვს“ შეხვდება.