რუსული გამოცემა - კვირკველიამ მოტივაცია დაკარგა, წონაში მოიმატა და აგენტთან ერთად მომავალ კლუბზე ფიქრობს #1TVSPORT
რუსული გამოცემა - კვირკველიამ მოტივაცია დაკარგა, წონაში მოიმატა და აგენტთან ერთად მომავალ კლუბზე ფიქრობს #1TVSPORT

რუსეთში საგაზაფხულო სეზონი დაიწყო, მაგრამ საბა კვირკველია ვოლგოგრადის „როტორში“ არ თამაშობს. 28 წლის ცენტრალური მცველი საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლმაც აღარ მიიწვია. ბუნებრივია, საინტერესოა, რა სჭირს გამოცდილ ფეხბურთელს – ერთ-ერთ ვერსიას „ვოლგოგრადსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილში წავაწყდით. 

„კვირკველიამ წონაში მოიმატა. როგორც ჩანს, თამაშის მოტივაცია დაკარგა და ქართველი ლეგიონერი სათადარიგოებში აღმოჩნდა. „როტორში“ ბევრია იჯარით დამატებული მოთამაშე. ამ დროისთვის ასეთი რვა მოთამაშეა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კვირკველიაა – მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ დამატებული ფეხბურთელი. მას რუსეთის დედაქალაქის კლუბთან კონტრაქტი ზაფხულის დასაწყისში უმთავრდება“, – ამტკიცებს გამოცემა.

ვოლგოგრადული გამოცემას ამტკიცებს, რომ კვირკველია უკვე მომავალ გუნდზე ფიქრობს: „ის, ალბათ, თავის აგენტთან ერთად უკვე უფრო მეტად მომავალ კლუბზე ფიქრობს, ვიდრე „როტორში“ რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაზე. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ყოფილი ჩემპიონის თამაშიდან ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თუ გავიხსენებთ, კვირკველია სეზონის პირველ ნახევარში როგორ გამოიყურებოდა. იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტები სეზონის ბოლომდე აქვთ, კლუბის ხელმძღვანელობა სამომავლო გეგმების განხილვას არ ჩქარობს“.