რუსული გამოცემა - კვარაცხელია ჩვენი ჩემპიონატის მთავარი ტალანტია
რუსული გამოცემა - კვარაცხელია ჩვენი ჩემპიონატის მთავარი ტალანტია

გამოცემა „სპორტსმა“ რუსეთის პრემიერლიგის მთავარი ტალანტები (22 წლამდე) დაასახელა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ამ სიაში პირველ ადგილზე გავიდა.

„ეჭვი არ იყო, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. რუსეთის პრემიერლიგაში ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომელსაც აქვს თვისებების ისეთი ნაკრები და საფეხბურთო ნიჭი, რომელსაც „რუბინის“ მოთამაშე ფლობს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ახლახანს შეუსრულდა 20 წელი. ამის მიუხედავად, უფროსების დონეზე უკვე 70 მატჩი ჩაატარა“, – წერს გამოცემა.

სპორტსმა“ ქართველი მოთამაშის მომავალზეც გაამახვილა ყურადღება: „საფრანგეთის მთავარმა სპორტულმა გამოცემა „ეკიპმა“ კვარაცხელია 2001 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ მსოფლიოს 50 საუკეთესო ნიჭიერ ფეხბურთელს შორის 34-ე ადგილზე დაასახელა. ამ ბიჭის ნიჭი აბსოლუტურად ყველასთვის ცხადია და თუ ის განვითარებას არ შეაჩერებს, მაშინ ევროპის ტოპ 5 ლიგაში ვიხილავთ“.