რუსული გამოცემა: ხვიჩამ „ურალი“ დაამარცხა - ეს იყო სუპერსტილში!
რუსული გამოცემა: ხვიჩამ „ურალი“ დაამარცხა - ეს იყო სუპერსტილში!

„ხვიჩამ „ურალი“ დაამარცხა – ჯერ „მაკრატელათი“ გაიტანა, მერე სამეფო პასი გააკეთა. ეს იყო სუპერსტილში!“, – ასე შეაფასა პოპულარულმა რუსულმა გამოცემა „სპორტსმა“ რუსეთის განახლებული ჩემპიონატის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტი, ეკატერინბურგის „ურალი“ 2:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი ფანტასტიკურად განაახლა – მის ანგარიშზე ძალიან ეფექტური გოლი და საგოლე გადაცემაა, საფინალო სასტვენის შემდგე კი საქართველოს ნაკრების შემტევს მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს.

„ეს ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით ყაზანელთა მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო. თითქმის მთელი პირველი ნახევარი, ეკატერინბურგში „რუბინი“ ფერმკრთალი ჩანდა და „ცეცხლი“ არ ჰყოფნიდა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ დაანთო! იხილეთ, თუ როგორ ისარგებლა მეკარის საჯარიმოსთან არსებული სივრცით და როგორი „მაკრატელა“ გაიტანა. იდეალურად შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ხვიჩამ ყველაფერი გააკეთა, რომ სოლტმურად ბაკაევს ლიგაში პირველი გოლი გაეტანა: ქართველმა მარცხენა ფლანგიდან კუთხურის ხაზამდე მეტოქეები მოატყუა და იდეალური გადაცემა გააკეთა – ბაკაევმა ცარიელ კარში გაიტანა, – წერს გამოცემა. – პერსპექტიული ხვიჩასთვის, ეს სეზონში მესამე გოლი და მეორე საგოლე გადაცემა იყო.

პირველად, მას ერთზე მეტი ეფექტური მოქმედება აქვს თითოეულ თამაშში. ყველა წინა მატჩი, როდესაც კვარაცხელიას გაჰქონდა ან საგოლე გადაცემას აკეთებდა, მატჩი ფრედ სრულდებოდა 1:1. ახლა ხვიჩამ უფრო ძლიერად ითამაშა, მატჩის ბედი შემოატრიალა და „რუბინმა“ მოიგო. ახლა ყაზანელები მე -11 ადგილზე არიან, თუმცა საშიში ზონას სამი ქულა აშორებთ“.