რუსული გამოცემა - ანანიძე „როტორში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის
რუსული გამოცემა - ანანიძე „როტორში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის

არც ბათუმის და არც თბილისის „დინამოში” ჯანო ანანიძე არ ითამაშებს – ფეხბურთელი, სავარაუდოდ, რუსეთის პრემიელრიგაში დაბრუნდება და ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხება – ინფორმაციას ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, შესაძლოა. ვოლგოგრადის „როტორში“ წავიდეს. მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ივნისში გაივლის. ვოლგოგრადულ კლუბი პირველი ლიგის სეზონის შედეგებით, პრემიერლიგაში წელს გადავიდა“, – წერს ეგოროვი. მისი ცნობით, ეს არ ნიშნავს, რომ მხარეები უკვე საბოლოოდ შეთანხმდნენ:

„მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმების ალბათობა მისი სამედიცინო შემოწმების შედეგებით გაირკვევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემდეგი პირობები – 1 წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ანანიძე თვეში 1,5 მილიონ რუბლს (დაახლოებით, 21 ათას დოლარს) მიიღებს”.

ვოლგოგრადის „როტორში“ სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – ყაზანის „რუბინიდან“ დამატებული ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი, ასევე ანზორ სანაია. გარდა ამისა, რუსულ მედია ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების მცველს, საბა კვირკველიას იწვევენ, რადგან გუნდთან კვირკველიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი მუშაობს.